ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის მიერ ლიბანზე ბოლო დარტყმების შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა

ლიბანი

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული ბოლო დარტყმების შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშავებულია, სულ მცირე, 700 ადამიანი.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ ლიბანში ყველაზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს.

მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ასზე მეტი სამეთაურო ცენტრი და სამხედრო ობიექტი იყო.