ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვას ისრაელში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს

ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვას ისრაელში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ქალაქ მეთულას მახლობლად განხორციელებული დაბომბვის შედეგად.

დაღუპულთა შორის ერთი ისრაელის მოქალაქე იყო, ოთხი კი უცხოელი. ლიბანიდან ნასროლი რაკეტა სასოფლო-სამეურნეო ზონაში ჩავარდა.

პარალელურად, „ჰეზბოლამ“ სარაკეტო შეტევა განახორციელა ქალაქ ჰაიფას მიმართულებით. ჰაიფას მახლობლად კირიათ ათაში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

განგაშის სიგნალები ჩაირთო მეზობელ თემებშიც.