ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

ლიბანი

ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე თავდასხმა მოხდა ისრაელის მხრიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლებზე.

ცნობისათვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვიან ღამით ამოქმედდა.