9 ნათესავი, რომლებსაც 50 წლის შემდეგ უნდა მოერიდოთ
1771612031
მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
24News.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად მძღოლებმა და მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.