Lego-მ ჭკვიანი კუბიკები Smart Brick წარადგინა

Lego

 დანიურმა სათამაშოების მწარმოებელმა Lego თავისი პატარა სათამაშო ბლოკების ტექნოლოგიური ვერსიები - Smart Bricks (ჭკვიანი კუბიკები) წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ეს სიახლე ნაკრებებს ხმით, განათებითა და მოძრაობაზე რეაგირებით „გააცოცხლებს“.

Smart Play სისტემა ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე (CES 2026) წარადგინეს. ის კლასიკურ პლასტმასის კუბიკებში ელექტრონული კომპონენტების დამატებას ითვალისწინებს. „ჭკვიან კუბიკებს“ შეუძლიათ აღიქვან მოძრაობა, მდებარეობა და მანძილი, რაც მოდელებს საშუალებას აძლევს, თამაშის პროცესში სხვადასხვაგვარი რეაგირება ჰქონდეთ. 2x4-ზე ზომის კუბიკი აღჭურვილია სენსორებით, განათებით, მცირე ზომის ხმის სინთეზატორით, აქსელერომეტრით და სპეციალურად დამზადებული სილიკონის ჩიპით, რომელიც მას მოძრაობის დაფიქსირებისა და მასზე რეაგირების საშუალებას აძლევს.

 Lego-ში აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც გაყიდვაში მარტში, „ვარსკვლავური ომების“ ახალ ნაკრებთან ერთად გამოვა, კომპანიის „ყველაზე რევოლუციური ინოვაციაა“ ბოლო თითქმის 50 წლის განმავლობაში“.

თუმცა, პროდუქციის ახალ ხაზს თამაშის ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მათი თქმით, ეს რისკის ქვეშ აყენებს იმ უნიკალურობას, რაც Lego-ს ბავშვებისთვის ამ სულ უფრო მეტად ციფრულ სამყაროში გამოარჩევს.