ლეგენდარული მოკრივე ზოლან ტეტე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს

ტეტე

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცნობილ ათლეტს თავს დაესხნენ. ორმა უცნობმა პირმა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ზოლან ტეტე ჩაცხრილა. რადიოსადგურ SABC-ის წინასწარი მონაცემებით, ტრაგედია საღამოს, ქალაქ მდანტსანეში მოხდა.

სპორტსმენმა ვარჯიში ახალი დასრულებული ჰქონდა და თავის საცხოვრებელ სახლს მიუახლოვდა. ის ავტომობილის სალონში ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა. მოკრივე პირდაპირ ჭიშკართან გაჩერდა და მის ავტომატურად გახსნას ელოდებოდა.

ამ დროს სიბნელიდან ორი შეიარაღებული მამაკაცი გამოვარდა. დამნაშავეებმა მანქანის სალონის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. მძიმედ დაჭრილმა 38 წლის ტეტემ თანმხლები პირის გადარჩენა სცადა.

მან მოახერხა ძრავის დაქოქვა და ავტომობილის ეზოში შეყვანა. თუმცა მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. ლეგენდარული მოკრივე მედიკოსების მოსვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.