ლავა მთის ფერდობზე მოედინება და საავტომობილო გზებს უახლოვდება... - რა ხდება ისლანდიაში, სადაც მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა

ვულკანი

ისლანდიაში, მესამე დღეა, ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება. რეიკიანოს ნახევარკუნძულზე ლავა მთის ფერდობზე მოედინება და საავტომობილო გზებს უახლოვდება.

ვულკანი 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო, 2021 წელს გააქტიურდა, შარშან კი, მისი ამოფრქვევის გამო, კუნძულიდან 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.