ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უარყო წარდგენილი ყველა წინადადება, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ ე.წ. სტამბოლის კონვენციიდან გასვლის შეჩერებას შეეხებოდა.
ინიციატივა ლატვიის მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ დეპუტატების მიერ არის წარდგენილი. მათი მტკიცებით, კონვენცია ქვეყნის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
პარალელურად, კონვენციიდან გასვლის იდეის წინააღმდეგ სეიმის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც მედია წერს, დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „რუსეთის კოპირებით ლატვიას არ ვიცავთ“, „პოპულიზმი ანგრევს, კონვენცია იცავს“, „არ გამოხვიდეთ სტამბოლის კონვენციიდან“.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ევროკავშირის მრავალმა ქვეყანამ მოუწოდა ლატვიის პარლამენტარებს, არ გამოსულიყვნენ კონვენციიდან.
ამასთან, კონვენციიდან გასვლას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი შეფასებით, ეს იქნება ნაბიჯი აგრესორ სახელმწიფოებთან დაახლოებისკენ.
კანონპროექტის საბოლოო მოსმენა 30 ოქტომბერს გაიმართება.