პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლატვიამ ფილიპ კირკოროვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. კირკოროვთან ერთად ქვეყანამ ვლადიმერ ვინოკურს, ევგენი პეტროსიანსა და ირინა ვინერ-უსმანოვას შესვლის შეზღუდვა გამოუცხადა. ამის შესახებ 9 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკაში არასასურველი პირების სიაში შევიტანო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები კირკოროვი ფ., ვინოკურ ვ., პეტროსიან ე. და ვინერ-უსმანოვა ი.“, - წერს მინისტრი თავის Twitter-ზე.
ცნობისთვის, ადრე ესტონეთმა იგივე გადაწყვეტილება მიიღო კირკოროვთან დაკავშირებით, თუმცა იქ შესვლის აკრძალვა 5 წლით გამოცხადდა.