კურორტ აკაპულკოზე ქარიშხალ „ოტისს“ სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

აკაპულკო

მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი ,,ოტისი“ დაატყდა თავს, სერიოზულად დაზიანდა გერეროს შტატის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი, კურორტი აკაპულკო.

ქარის სიჩქარე 330 კმ/სთ-ს აღწევდა. ქარიშხალს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ოთხს კი ამ დრომდე ეძებენ.

The Associated Press-ის ცნობით, ქალაქის სასტუმროების 80% დაზიანებულია.

მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ „ოტისმა“ საკმაოდ სწრაფად აკრიფა სიჩქარე და ტროპიკული შტორმის კატეგორიიდან მეხუთე კატეგორიის ქარიშხლამდე მხოლოდ 24 საათში გადაინაცვლა.