დასახელდება კანდიდატები სინოდის სხდომაზე - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
1775201581
კუბის სახელმწიფო მედიის ცნობით, კუნძულის ციხეებიდან 2 000-ზე მეტ პატიმარს გაათავისუფლებენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ეს მიმდინარე წელს მეორე შემთხვევაა, როდესაც კუბის მთავრობამ პატიმრების ამნისტია გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, კუბის სახელმწიფო გაზეთმა Granma-მ ამ ნაბიჯს „ჰუმანიტარული და სუვერენული ჟესტი“ უწოდა.
მათივე ინფორმაციით, პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება „განპირობებული იყო მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, ციხეში მათი კარგი ქცევით, ასევე იმით, რომ მათ სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მოიხადეს“.
ამასთან, კუბის მთავრობა უარყოფს მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ზეწოლის შედეგად არის მიღებული.
„როიტერის“ ცნობით, პატიმრების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფებოდა და საჯაროდ მოუწოდა აშშ-ის ხელისუფლებას, დაეხმაროს კუბას დასუსტებული ეკონომიკის აღდგენაში.