რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
1767692754
კუბა კატასტროფაა, მას არაკომპეტენტურები მართავენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისივე თქმით, ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ვინც იცავდა, ყველა კუბელი იყო.
„პრეზიდენტი როდესაც ლაპარაკობს, სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. საკმარისია ითქვას, რომ კუბა კატასტროფაა. მას არაკომპეტენტური კაცები მართავენ. მას ეკონომიკა არ აქვს. ის სრულ კოლაფსშია. ყველა მცველი, რომელიც მადუროს დაცვაში ეხმარებოდა, კარგად არის ცნობილი, მთელი სადაზვერვო სააგენტო კუბელებით იყო სავსე“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვენესუელელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მათ კუბისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება უწევთ, რომელმაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ფაქტობრივად მისი კოლონიზაცია სცადა.
„ჰავანაში რომ მეცხოვრა და მთავრობაში ვყოფილიყავი, სულ ცოტათი მაინც შევშფოთდებოდი. პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ უკვე გამოაცხადა, რომ არაფერს, რაც სანქცირებულია, სანქცირებულ ნავთობს, აქ შემოსვლის უფლებას არ მისცემს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.