კუბა ჰუმანიტარული თვალსაზრისით დიდ პრობლემებშია, ამ საკითხზე მარკო რუბიო მუშაობს - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაშია და არ გამორიცხა ქვეყანაზე „მეგობრული გზით კონტროლის მოპოვება“, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, მეგობრული არც იყოს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მუშაობს.

„მარკო შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, ის ისტორიაში უდიდეს სახელმწიფო მდივნად დარჩება. შესაძლოა, ეს იყოს მეგობრული გზით კონტროლის მოპოვება, შესაძლოა – არა. ამას დიდად მნიშვნელობა არც აქვს, რადგან ისინი ფაქტობრივად ზღვარზე არიან. არ აქვთ ენერგია და არ აქვთ ფული. ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ისინი დიდ პრობლემებში არიან. ჩვენ არ გვინდა ამის დანახვა. ისინი ვენესუელათი ცხოვრობდნენ. ახლა ისინი ვენესუელათი არ ცხოვრობენ, ისინი არ უგზავნიან მათ ენერგიას, საწვავს, ნავთობს, ფულს, არაფერს. ისინი ვენესუელას გარეშე ცხოვრობენ. ასე რომ, დიახ, ისინი ან შეთანხმებას დადებენ, ან ეს მაინც ისეთივე მარტივი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.