კრემლი ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე: რუსეთმა გამოიმუშავა გარკვეული იმუნიტეტი დასავლური სანქციების მიმართ

დიმიტრი პესკოვი

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთმა გამოიმუშავა გარკვეული იმუნიტეტი დასავლური სანქციების მიმართ და ადაპტირდა მათთან.

ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირი შეთანხმდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე, რომელიც მოიცავს ზომებს რუსული ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ.

პაკეტის მიზანია, რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვისთვის G7-ის მიერ დადგენილი ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 47.6 დოლარამდე დაიყვანოს, განუცხადეს დიპლომატებმა Reuters-ს.

ევროკავშირის ახალი ზომების შესახებ კითხვაზე, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ისინი ცალმხრივად და უკანონოდ შეაფასა. მისი თქმით, ეს ზომები შეესაბამება ევროპის „თანმიმდევრულად ანტირუსულ პოზიციას“.