1731009381
კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ ასტრონავტები სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს - რას ამბობენ NASA-ში
NASA-ს ოთხი ასტრონავტის ეკიპაჟი კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ საავადმყოფოში გაგზავნეს.
ჯგუფი დააბრუნეს დედამიწაზე SpaceX-ის Dragon-ის კაფსულით 25 ოქტომბერს. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 200 დღეზე მეტი გაატარეს.
ფლორიდაში, პენსაკოლას მახლობლად წარმატებული დაშვების შემდეგ, NASA-ს ასტრონავტებს „სამედიცინო პრობლემა" ჰქონდათ.
ეკიპაჟის სამმა წევრმა საავადმყოფო მალევე დატოვა. ერთ-ერთი ასტროვანტი კი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი დაკვირვებისთვის საავადმყოფოში დატოვეს.
პრესკონფერენციაზე NASA-მ მცირე ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და თქვა, რომ საავადმყოფოში ვიზიტი განხორციელდა „სიფრთხილის გამო".