აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1701931827
მოსკოვში, კლინიკაში ორმა ექიმმა ისე იჩხუბა, რომ ერთს საავადმყოფოში წასვლა დასჭირდა.
მედიის ინფორმაციით, ორი ოფთალმოლოგი ერთ კაბინეტში მოათავსეს, რაც მათ შორის სისტემატური ჩხუბის მიზეზი გახდა. რაღაც მომენტში კოლეგებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
ერთ-ერთმა ქალმა მეორეს თმაში მოჰკიდა ხელი და სახეში დაარტყა, რის შემდეგაც დაზარალებულმა მას გასაღებების ასხმა ესროლა. მოჩხუბარი ექიმები დააშორეს, თუმცა ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.