1788242698
კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატი დატოვა
კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ საუკეთესო ოლქის წარმომადგენლობა მისთვის უდიდეს პატივსა და პრივილეგიას წარმოადგენდა. მან განაცხადა, რომ მისი სამომავლო საქმიანობა საგარეო ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული.
„ახლა სხვა საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას და ეს იქნება საერთაშორისო ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვა, უსაფრთხოება, ვაჭრობა და ტექნოლოგიები სწრაფად ცვალებად სამყაროში“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
სტარმერმა აღნიშნა, რომ ის მუშაობას ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივაც გააგრძელებს.
როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ის აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის წევრობამდეც მუშაობდა, რასაც ისევ გააგრძელებს.
„მუშაობას ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გავაგრძელებ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის საქმე, რომელიც პარლამენტის წევრობამდე დავიწყე და მსურს პარლამენტის წევრობის შემდეგაც გავაგრძელო“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის პოზიცია 2026 წლის 20 ივლისს დატოვა. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის მიერ დაფიქსირებული დაბალი შედეგია.










