კირ სტარმერი სამშვიდობო გეგმაზე: ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებული ელემენტები საჭიროებს ევროპისა და ნატოს წევრების თანხმობას

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის საწყისი პროექტი შეიცავდა პუნქტებს, რომლებიც „მიუღებელი“ იყო, მაგრამ მასში ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებიც, რომლებიც „აუცილებელი იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.

კირ სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს როგორც სამართლიანი, ასევე მდგრადი.

მისი თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის მიღწეულ იქნა პროგრესი განახლებული სამშვიდობო ჩარჩოს შესახებ.

სტარმერი აცხადებს, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ესენია:

უნდა შენარჩუნდეს უკრაინის სუვერენიტეტიუკრაინას უნდა შეეძლოს მომავალში საკუთარი თავის დაცვაუკრაინისა და მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინამევროპასა და ნატოსთან დაკავშირებული ელემენტები საჭიროებს ევროპისა და ნატოს წევრების თანხმობას