ბრიუსელის აეროპორტში გაფიცვის გამო დღეს რეისები გაუქმდება

კო

ბრიუსელის აეროპორტში, გაფიცვის გამო, დღეს რეისები გაუქმდება. აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილი 203 შემომავალი რეისიდან 110 არ შესრულდება. გაუქმებულია გამავალი რეისებიც.

გაფიცვას აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისა და სახმელეთო მომსახურების პერსონალიც შეუერთდება.

ბელგიის მოქალაქეები მთავრობის მიერ ინიციირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. მთავრობა, სახელმწიფო ვალის შემცირების მიზნით, შრომითი კანონმდებლობის შეცვლასა და უმუშევრობის შეღავათების შემცირებას, ასევე, საპენსიო სისტემის რეფორმას გეგმავს.

საყოველთაო გაფიცვა შეეხება სკოლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.