კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან ერთად საფეხბურთო მატჩს დაესწრო - ფოტო

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან ერთად საფეხბურთო მატჩს დაესწრო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, საფეხბურთო მატჩი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მამის, კიმ ჩენ ირის დაბადების დღეს გაიმართა და მასში ერთმანეთს მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროების გუნდები ხვდებოდნენ.

„კიმ ჩენ ინისა და მისი შვილის, კიმ ჩუ ეს გამოჩენამ მატჩის მონაწილეებს შორის დიდი სიხარული გამოიწვია. მათთვის დიდი პატივი იყო, მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ ღონისძიებაში კიმ ჩენ ინის თანდასწრებით, რომლის ნახვაზეც ისინი სიზმარშიც კი ოცნებობდნენ“, - წერს სააგენტო KCNA.

ბოლო პერიოდში კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან ერთად რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო, რამაც გააჩინა დებატები იმის თაობაზე, ხომ არ ამზადებს ის კიმ ჩუ ეს მომავალი ლიდერობისთვის.