1791316484
კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს - აფეთქებების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი
კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. აფეთქებების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.
დედაქალაქის სამ რაიონში ამჟამად სახანძრო სამაშველო და სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს.
ობოლონსკისა და შევჩენკოს რაიონებში დაზიანებულია არასაცხოვრებელი ობიექტები, პოდოლსკში კი სასაწყობე ინფრასტრუქტურა. რუსულმა ძალებმა დარტყმები დნიპროს, პოლტავის, ზაპოროჟიესა და კიროვო-გრადის ოლქებზეც განახორციელეს.











