1769284719
კიევში ათასობით შენობა გათბობის გარეშე რჩება
უკრაინის დედაქალაქში 3 000-ზე მეტი შენობა 10-გრადუსიან ყინვაში გათბობის გარეშეა დარჩენილი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ყველაზე რთული ვითარება ტროეშჩინის რაიონშია, სადაც 600-მდე შენობა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშეა. მოსახლეობას ცხელ საკვებსა და მედიკამენტებს აწვდიან.











