წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768935842
უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Agence France-Presse-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევიდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
კლიჩკოს განმარტებით, დაახლოებით 600 000-მა ადამიანმა უპასუხა მის 9 იანვრის მოწოდებას. მერმა მოსახლეობას ქალაქის დროებით დატოვება მას შემდეგ სთხოვა, რაც რუსეთის მიერ განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო თავდასხმებმა კრიტიკული ენერგოობიექტები დააზიანა.
თავდასხმების შედეგად, კიევის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდება შეწყდა, რაც განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -20 °C-მდე დაეცა.