ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

ევროკავშირი

ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ირანის საკითხი და ახლო აღმოსავლეთში სწრაფად განვითარებული მოვლენები უნდა განიხილონ.

„კონტაქტზე ვიყავი ჩვენს პარტნიორებთან სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ირანის რეჟიმის განურჩეველი თავდასხმები მეზობლების წინააღმდეგ რეგიონის უფრო ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს და ჩვენ ამას ვგმობთ. აუცილებელია, ომი უფრო არ გავრცელდეს. ირანის რეჟიმს არჩევანის გაკეთება მოუწევს“, – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში.