„ხშირად ატირებულს და სუნთქვაშეკრულს მეღვიძება“ – ნიკოლ კიდმანი GQ-ს გარეკანზე და გულახდილი ინტერვიუ

ნიკოლ კიდმანი

57 წლის ნიკოლ კიდმანი ამჯერად ცნობილი ბრიტანული გამოცემის GQ-ს სტუმარი გახდა. „ოსკაროსანმა“ მსახიობმა გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და რედაქციას გულახდილი ინტერვიუც მისცა. მსახიობმა მოჰყვა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება 50 წლის შემდეგ.

„ამ ასაკში სიკვდილის შიში უფრო მძიმე ხდება. ამას ემატება მშობლების დაკარგვა, ბავშვების სწორად აღზრდის შიში, ქორწინების პრობლემები. ამ ემოციებისგან ხშირად ატირებულს და სუნთქვაშეკრულს მეღვიძება“, – თქვა კიდმანმა.

რაც ეხება ფოტოსესიას. ნიკოლი GQ-ს გარეკანზე შეუდარებელია, ის თეთრ ტოპსა და ქვედაბოლოში პოზირებს, ხოლო გარეკანისთვის გადაღებულ ფოტოზე ოქროსფერი დაჭმუჭნილი ეფექტის მქონე, ოქროსფერი კაბა აცვია.