ხმების 99% დათვლილია - მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს მმართველი პარტია ლიდერობს

no

ხმების 99% დათვლილია - წინასწარი შედეგებით, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს მმართველი პარტია 49,84%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის "პარტიორების ბლოკი" დაახლოებით 24 პროცენტით.

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. შესწავლილია 1 135 შემთხვევა, საიდანაც 200-მდე ფაქტი საარჩევნო წესების დარღვევას ეხება, მათ შორის არის არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე სააგიტაციო მასალების განთავსება, ჯგუფურად ხმის მიცემა, საარჩევნო უბანზე დაკვირვებისთვის და მედიისთვის ხელის შეშლა, ბიულეტენების წესების დარღვევით შენახვა, საარჩევნო სიებში ხარვეზები, ტექნიკური გაუმართაობა, შეუსაბამო, ვადაგასული დოკუმენტებით ხმის მიცემა, გადასატან ყუთზე უარი, ამომრჩევლების ორგანიზებული ტრანსპორტირება, დაშინების და ძალადობის შემთხვევები. შესაბამისი დასკვნა მოლდოვის ყველაზე მსხვილ და გავლენიან უფლებადამცველ ორგანიზაციას - "პრომოლექსს" ეკუთვნის. ის გაეროს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პარტნიორია.