ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას აქვს

ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას აქვს

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია ლიდერობს. ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ შედეგები ასე ნაწილდება: „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია – 23,9%, „გაერთიანებული რუმინეთის ალიანსი“ 17,9%, ეროვნულ-ლიბერალური პარტია 14,6 პროცენტი, „რუმინეთის გადარჩენის კავშირი“ 11.1%.

არჩევნებში სულ 31-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.

ამასთან, რუმინეთში გასულ კვირას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ვერცერთმა შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა