ხანდაზმულ პაციენტებს გადაყვანისას ხოცავდა... - სასწრაფო დახმარების მძღოლს სერიულ მკვლელობაში ედება ბრალი(უცხოეთი)

სასწრაფო იტალია

იტალიაში სასწრაფო დახმარების მძღოლი ხუთი ხანდაზმული პაციენტის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება ANSA. გამომძიებლების ცნობით, 27 წლის მამაკაცი უკვე გათავისუფლებულია წითელ ჯვარში სამსახურიდან და მასზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ამბობენ, პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები 2025 წლის თებერვლიდან იწყება. სიკვდილიანობა ფორლიდან სანტა სოფიას საავადმყოფოებში ტრანსპორტირების დროს ან მის შემდეგ მოხდა. ეჭვმიტანილი იმ დროს მორიგეობდა. მისი საქმე კოლეგების შეტყობინებების შემდეგ გახდა ცნობილი.

ინფორმაციის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა. პოლიცია მიიჩნევს, რომ ინციდენტი შემთხვევითი არ ყოფილა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს „წინასწარ განზრახ მკვლელობები, რომლებიც მომაკვდინებელი ნივთიერებების გამოყენებით მოხდა“. პროკურატურა ამჟამად განიხილავს ოთხი ხანდაზმული პაციენტის ცხედრის ექსჰუმაციას შემდგომი გამოკვლევისთვის.