კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ესპანეთი აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას დათანხმდა

კაროლინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ესპანეთი აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას დათანხმდა.

„ვფიქრობ, მათ პრეზიდენტის გუშინდელი გზავნილი ხმამაღლა და ნათლად მოისმინეს. და როგორც ვიცი, ბოლო რამდენიმე საათში ისინი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას დათანხმდნენ. ასევე, როგორც ვიცი, აშშ-ის სამხედროები კოორდინაციას უწევენ ესპანეთში მყოფ კოლეგებს. თუმცა პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ელოდება, რომ ჩვენი ყველა ევროპელი მოკავშირე ითანამშრომლებს ამ დიდი ხნის ნანატრ მისიაში, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ ევროპისთვისაც, რათა გაანადგუროს ირანის გარყვნილი რეჟიმი, რომელიც, კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ ამერიკას, არამედ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსაც საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ლევიტმა.

მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ოპერაციებთან დაკავშირებით თანამშრომლობას უარყოფს და აცხადებს, რომ ესპანეთის პოზიცია არ შეცვლილა.