რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებმა კაცმა სასამართლოს მიმართა და ყოფილ საცოლეს ბრალი დასდო იმაში, რომ ის ზედმეტად ბევრს ჭამდა. ამის შესახებ South China Morning Post წერს.
კაცი, გვარად ჰე, სასამართლოს სთხოვდა, რომ ყოფილ საცოლეს მისთვის ურთიერთობის პერიოდში გაწეული ყველა ხარჯი დაებრუნებინა. სარჩელის მიხედვით, საუბარია 50 ათას იუანზე (დაახლოებით 2 800 დოლარი). ამ თანხაში შედიოდა ტრადიციული საქორწინო გამოსასყიდი – 20 ათასი იუანი, ასევე 30 ათასი იუანი, რომელიც, ჰეს თქმით, საჩუქრებსა და ერთობლივ ხარჯებზე დაიხარჯა. ურთიერთობის დასრულების მთავარ მიზეზად მან ყოფილი საცოლის „ჭარბი მადა“ დაასახელა.
მისი თქმით, ისინი ერთად მართავდნენ საოჯახო რესტორანს ხებეის პროვინციაში. ჰეს ნათესავებს ასევე არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ქალი მხოლოდ მსუბუქ სამუშაოს ასრულებდა. თავის მხრივ, ყოფილმა საცოლემ, ვანმა, ყოფილი საქმროს საქციელს წვრილმანი და ანგარებიანი უწოდა. საბოლოოდ სასამართლომ ჰეს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქალს მხოლოდ საქორწინო გამოსასყიდის ნახევრის – 10 ათასი იუანის დაბრუნება მოსთხოვა. საჩუქრებსა და ერთობლივ გართობაზე დახარჯული თანხის ანაზღაურებაზე მოსამართლემ უარი თქვა, რადგან ეს ხარჯები პირად ხასიათს ატარებდა და ორივე მხარისთვის ემოციურ ღირებულებას წარმოადგენდა.