1769284719
კაცმა შეყვარებულს ხელი წყლის ქვეშ, ზვიგენებით სავსე აკვარიუმში სთხოვა
აშშ-ის მცხოვრებმა დევიდ ბალასამ ხელი სთხოვა თავის შეყვარებულს ზვიგენებით გარშემორტყმულ გალიაში. ამის შესახებ News-Leader წერს.
მამაკაცი შეყვარებულს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა. მეორე წლისთავის მოახლოებისას, შობის წინ, მამაკაცმა გოგონასთვის სხვადასხვა შტატში ერთკვირიანი მოგზაურობა დაგეგმა. ისინი მიჩიგანიდან გაემგზავრნენ და მოინახულეს კენტუკის, ტენესის, ილინოისის და სხვა შტატების ღირსშესანიშნაობები. ქალის თქმით, მას ეჭვი ჰქონდა, რომ ამ მოგზაურობის დროს ბალასა ხელს სთხოვდა, თუმცა მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმებოდა.
წყვილის ბოლო ლოკაცია მისურის შტატში მდებარე ოკეანარიუმი გახდა. იქ სპეციალურ კოსტიუმებში გამოწყობილებმა შეყვარებულებმა წყალში ჩაყვინთეს, რათა ბადიდან ნამდვილი ზვიგენებისთვის ეყურებინათ. მოულოდნელად მამაკაცმა ამოიღო კოლოფი, რომელშიც ზვიგენის კბილი იდო, და გოგონას აჩვენა დაფა წარწერით: „გახდები ჩემი ცოლი?“
შემდეგ საქმრომ ქალს ნამდვილი ნიშნობის ბეჭედი გადასცა. მან ახსნა, რომ წყალში შეყვარებულს ბეჭედი არ აჩუქა, რადგან მისი დაკარგვის შეეშინდა. ბალასამ თქვა, რომ უჩვეულო ლოკაცია იმიტომ აირჩია, რომ წყალი მისი შეყვარებულისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო: გოგონა ტბასთან ახლოს გაიზარდა, მუშაობდა აკვაპარკში მაშველად და ცურვის გაკვეთილებსაც ატარებდა.












