ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
35 წლის ამერიკელმა მამაკაცმა ბორტგამცილებლის როლი 120-ჯერ გააყალბა, რათა უფასოდ ეფრინა. იგი უკვე დამნაშავედ ცნეს. შემთხვევა 2018-2024 წლებში მოხდა.
როგორც ამბობენ, 35 წლის მამაკაცმა ისარგებლა ავიაკომპანიების საერთო პოლიტიკით, რომელიც ბორტგამცილებლებსა და სხვა ავიაკომპანიების პილოტებს უფასოდ ფრენის უფლებას აძლევს. ალექსანდერი, რომელიც სავარაუდოდ 2013-დან 2015 წლამდე რეგიონულ ავიაკომპანიებში ბორტგამცილებლად მუშაობდა, ონლაინ რეგისტრაციის პროცესში სხვადასხვა ავიაკომპანიის ვებსაიტებზე შედიოდა და „ბორტგამცილებლის“ ვარიანტს ამოწმებდა.
ფორმაში განმცხადებლებს მოეთხოვებოდათ დამსაქმებლის, დაქირავების თარიღისა და სამკერდე ნიშნის მითითება. ალექსანდერმა გამოიყენა ყალბი ინფორმაცია, რომლის გადამოწმებისგანაც, როგორც ჩანს, არავის შეუწუხებია თავი.
„სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე აჩვენებდა, რომ ალექსანდრე სამი სხვა ავიაკომპანიის ბორტგამცილებლის როლს ასრულებდა. საბოლოო ჯამში, ალექსანდრემ 120-ზე მეტი უფასო ავიაბილეთი დაჯავშნა ბორტგამცილებლის ცრუ განცხადების საფუძველზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, 2018-დან 2024 წლამდე ტირონ ალექსანდერმა თაღლითურად დაჯავშნა 120-ზე მეტი რეისი ოთხი სხვადასხვა ავიაკომპანიით, მათ შორის ატლანტაში, დალასში, ლას-ვეგასსა და ლოს-ანჯელესში. ონლაინ ფორმის შევსებისას მან განაცხადა, რომ მუშაობდა შვიდ სხვადასხვა ავიაკომპანიაში და იყენებდა საიდენტიფიკაციო ნომრებისა და კონტრაქტის დაწყების თარიღების დაახლოებით 30 სხვადასხვა კომბინაციას.
ტირონ ალექსანდერი დამნაშავედ ცნეს ელექტრონული ფოსტით თაღლითობის ოთხ ბრალდებაში (თითოეული მათგანი 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) და აეროპორტის შეზღუდულ ზონაში თაღლითურად შეღწევის ერთ ბრალდებაში, რაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე მისი განაჩენის გამოტანა 25 აგვისტოს არის ჩანიშნული.