„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის თქმით, ევროკავშირი ახლა ქაოსშია. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგასთან, ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ნავროცკიმ აღნიშნა, ცენტრალური ევროპის ქვეყნები უკვე მრავალი წელია საუბრობდნენ ევროკავშირში არსებულ კრიზისსა და ქაოსზე, აცხადებდნენ, რომ ევროპა არ არის დაკავებული ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით.
„ჩვენ ვართ აგრესიული, იმპერიული რუსეთის გვერდით და იმ საქმეებით ვართ დაკავებულები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპის არსებობისთვის. აქ, ლატვიაში, პოლონეთში, რუმინეთში იღებს სათავეს ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათთვის, ვინც თვალს ადევნებს დონალდ ტრამპის განცხადებებს, ეს დოკუმენტი სიურპრიზი არ იქნებოდა.
„ევროკავშირი ქაოსის მდგომარეობაშია და ამ ყველაფერზე საუბარი დემოკრატიის არსია. მე, როგორც ადამიანი მხარს ვუჭერ პოლონეთის ევროკავშირში ყოფნას, მაგრამ ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვა ევროკავშირს; მიდის თუ არა ის სწორი მიმართულებით?“, – განაცხადა ნავროცკიმ.