გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1756672202
3 სექტემბერს, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდება.
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში აცხადებენ, რომ კაროლ ნავროცკი აშშ-ში ვიზიტის დროს, დონალდ ტრამპთან შეხვედრის გარდა, რამდენიმე ოფიციალურ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას.
ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე შეხვდება, შემდეგ გაიმართება ტრამპისა და ნავროცკის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში და მოლაპარაკებები სამუშაო საუზმის ფორმატში. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ნავროცკი შეხვედრის შესახებ მედიასთან დეტალურად ისაუბრებს.