კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკო რუბიოსთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა

რუბიო

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

„ვაშინგტონში შეხვედრისას ლიდერებმა განიხილეს კანადასა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიმდინარე ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, რუბიომ და ანანდმა განიხილეს ღაზის სექტორში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა, კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა და ღაზაში მყოფი მძევლების ისრაელში დაბრუნება.

ანანდმა რუბიო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე ონტარიოში გაიმართება.