კანადის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25-ზე მეტი დაშავდა - მედია

კანადა

კანადის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაღუპა, ხოლო 25-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ქვეყნის ისტორიაში არის ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მასობრივი მკვლელობა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ ის ბოროტმოქმედს ეკუთვნის. წინასწარი ვერსიით, ბრალდებულმა სკოლაში თავი მოიკლა. ის მარტო მოქმედებდა.

პოლიციამ ექვსი ცხედარი ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში აღმოაჩინა. კიდევ ორი გვამი ახლოს მდებარე სახლში ნახეს, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

მომხდარს გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი და განაცხადა, რომ ის „განადგურებულია“. კანადის მთავრობის თავმჯდომარემ ამასთან ერთად მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისთვის.

ინციდენტის გამო კარნიმ გერმანიაში ვიზიტი, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა, გააუქმა.