კანადაში რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ

კანადა

კანადის დედაქალაქ ოტავაში მდებარე რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ქვეყნის პოლიციის გამნაღმველთა ჯგუფი მივიდა. ინფორმაციას კანადური ტელეარხი CBC ავრცელებს.

გამნაღმველები საელჩომ თავად გამოიძახა. როგორც ტელეარხი იუწყება, უცნობმა ადამიანმა საელჩოს ტერიტორიაზე გაურკვეველი საგანი ისროლა, რის გამოც სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილზე იყო მობილიზებული სპეციალური რობოტიც. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას წარმოადგენდა ნასროლი ნივთი. კანადის პოლიცია განმარტავს, რომ საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება.