კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადის პრემიერ-მინისტრი

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გეგმების შესახებ გამოაცხადა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი კანადის ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ მიდის.

„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.

ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შაბათს გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარნი აქტიურად ცდილობს ევროკავშირთან კანადის ურთიერთობების გაძლიერებას და თავის გუნდს დაავალა, განსაზღვრონ ყველაზე ამბიციური შესაძლებლობები, რომლებიც სრულფასოვანი წევრობის დონემდე არ მიდის.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, კარნიმ წამოაყენა წინადადება, რომ კანადამ „ასოცირებული წევრის“ ახალი სტატუსი მიიღოს.