თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს - რა დეტალები ვრცელდება
1743622209
კანადის პასუხი იქნება გონივრული, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალ ტარიფებს ხვალ გამოაცხადებს.
კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის დაუსვეს შეკითხვა, როგორ უპასუხებს მას კანადა.
„ჩვენ არ დავაზარალებთ კანადელ მწარმოებლებს და კანადელ მუშაკებს ამერიკელი მუშაკების ხარჯზე“, – განაცხადა კარნიმ.
კარნის თქმით, არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას შეუძლია გადადგას „თამაშის პირობების გასათანაბრებლად“, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ფართომასშტაბიან ზომებს მიიღებს აშშ. მისივე თქმით, კანადის პასუხი იქნება „გონივრული“.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, ქვეყანა „ყველაზე უარესისთვის ემზადება“.
„ჩვენ ვართ ღია ვაჭრობის ქვეყანა. ასე იყო სხვადასხვა მთავრობის დროს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ინტენსიური საუბრები აშშ-ის ადმინისტრაციასთან ეკონომიკური შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ყველაზე უარესისთვისაც“, – განაცხადა ლემიმ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებლად გაგრძელდება ბიზნესისა და ინდუსტრიის მხარდაჭერა იმ „ტურბულენტური ეკონომიკური პერიოდის“ განმავლობაში, რომელიც მოსალოდნელია „არა მხოლოდ მისი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს დიდი ნაწილისთვისაც“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფები ყველა ქვეყანას შეეხება და არა მხოლოდ მათ, რომლებსაც აშშ-სთან სავაჭრო დისბალანსი აქვთ.