კალიფორნიაში მეწყერი მრავალმილიონიან სახლებს ანადგურებს

კალიფორნია მეწყერი

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, რანჩო პალოს ვერდესში მეწყერი მრავალმილიონიან სახლებს ანადგურებს და ვითარება სულ უფრო უარესდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამხრეთ კალიფორნიის ეს მდიდარი სანაპირო ქალაქი, ლოს-ანჯელესის სამხრეთით, დაახლოებით 48 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და, დიდი ხანია, წყნარი ოკეანის ხედებითა და აყვავებული სიმწვანით იზიდავს ხალხს.

რანჩო პალოს ვერდესი მოძრავი ქანების მქონე მთაზე მდებარეობს. ქანების მოძრაობა 1950-იანი წლებიდან ფიქსირდება და ნიადაგი წელიწადში რამდენიმე მეტრით გადაადგილდება.

ზამთრის ძლიერი წვიმების შემდეგ, მოძრაობის ტემპი და მასშტაბები გაიზარდა. გასულ შაბათ-კვირას, ნიადაგის გადაადგილების მოულოდნელმა აჩქარებამ დამანგრეველი შედეგები გამოიწვია.

მილიონობით დოლარის ღირებულების სახლები დაბზარულ მიწაზეა მიმოფანტული, გზები ჩაკეტილია და ელექტროენერგია 200-ზე მეტ ოჯახს აქვს გათიშული. გუბერნატორმა გევინ ნიუსომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წყარო: