ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1732558985
7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელმა, კაილი ჯენერმა ინსტგრამის საკუთარ გვერდზე ისრაელის მხარდამჭერი „სთორი“ გამოაქვეყნა. თუმცა, ამის გამო სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა და „სთორი“ მალევე წაშალა.
„ახლა და ყოველთვის ჩვენ ვდგავართ ისრაელის ხალხის გვერდით“, - გააზიარა ჯენერმა პოსტი, სადაც ისრაელის მხარდასაჭერი წინადადება ეწერა.
ჯენერის პოზიციას კრიტიკა მოჰყვა ინსტაგრამისა და X-ის მომხმარებლების მხრიდან, ზოგიერთმა მას წარმოშობით პალესტინელ მოდელთან, ბელა ჰადადითან მეგობრობაც შეახსენა.
კრიტიკის შემდეგ, კაილი ჯენერმა ინსტაგრამიდან ისრაელის მხარდამჭერი „სთორი“ წაშალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
„...იძებნება ექიმი, რომელმაც ორსულის სიცოცხლე გადაარჩინა...“ - ამბავი, რომელმაც საქართველო მოიცვა
i24 News: ისრაელის სამხრეთით აღმოაჩინეს 40 ბავშვის ცხედარი - ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი
VIDEO: თეთრი სახლის სპიკერმა ისრაელზე საშინელი თავდასხმის შესახებ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა