გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
პუტინს არ აქვს ევროპულ უსაფრთხოებაზე ვეტოს დადების უფლება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს, რუსეთის ხელახალ შეიარაღებასა და თავდასხმას უნდა ზღუდავდეს.
„დათმობები აგრესორისგან უნდა იყოს, არა მსხვერპლისგან“, – აღნიშნა კაია კალასმა.
პოლონელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრეზკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად მის მიერ წარდგენილი ის დოკუმენტი უნდა იყოს, რომელსაც ხელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.