კაია კალასი: გასაგებია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, ამიტომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინა უფრო ძლიერი იყოს, მჯერა, უკრაინელები თავს დაიცავენ

კაია კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ეს კვირა, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს. ამის შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა.

„ეს, შეიძლება, იყოს გადამწყვეტი კვირაა დიპლომატიისთვის. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამერიკაში მოლაპარაკებები რთული გამოდგა, მარგამ პროდუქტიული. ჩვენ ჯერ არ ვიცით შედეგები, მაგრამ დღეს ვისაუბრებთ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, „გასაგებია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, ამიტომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინა უფრო ძლიერი იყოს“.

„მჯერა, რომ უკრაინელები თავს დაიცავენ“, – აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების მზადყოფნის საკითხებს განიხილავენ.