ზოდიაქოს 4 ნიშანს, 2026 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება
1768925643
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა მკაცრად დააფიქსირა ბლოკის პოზიცია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ურყევია.
„არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია - არც უკრაინაში და არც გრენლანდიაში“, - განაცხადა კალასმა დელეგატების წინაშე.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მუქარას იმ რვა ქვეყნის მიმართ, რომლებიც გრენლანდიის საკითხში მას დაუპირისპირდნენ.
კალასმა აღნიშნა, რომ ტარიფების დაწესების მუქარა საფრთხეს უქმნის როგორც ევროკავშირის, ისე თავად აშშ-ის კეთილდღეობას.