ჯუნგლებში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავი იპოვეს - რაც მასში აღმოაჩინეს, მეცნიერები ძალიან გააკვირვა

თვითმფრინავი

"Swamp Ghost" იყო Boeing B-17E ბომბდამშენი, რომელმაც ეჭვგარეშეა, მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა. თვითმფრინავი 1942 წელს პაპუა-ახალი გვინეის ჯუნგლებში ჩამოვარდა, მტრის ცეცხლის ქვეშ მოხვედრის შემდეგ. Swamp Ghost-ის ჩამოვარდნა მოხდა იაპონიის ჯარებზე რეიდის დროს ახალ ბრიტანეთში, რაბაულში.

თვითმფრინავი ხელუხლებელი დარჩა ათწლეულების განმავლობაში. როდესაც ის 1972 წელს აღმოაჩინეს,  კარგად იყო შემონახული, ბალახისა და ჭაობის წყალობით. „ჭაობის მოჩვენება“ იმდენად ხელუხლებელი იყო, რომ  სალონში ჯერ კიდევ თერმოსებში იყო ყავა, რამაც მეცნიერები გააოცა. ზოგიერთი ცნობით, მეორე მსოფლიო ომის ასეთი კარგად შემონახული თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი დოლარია.