„ჯორჯ სოროსი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ამას სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევა ჰქვია“ - იტალიის პრემიერ-მინისტრი

ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა, ტრადიციულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მსოფლიოს მდიდარი და გავლენიანი ადამიანების მსოფლიო პოლიტიკაში გავლენაზე ისაუბრა. კონკრეტულად, მას დაუსვეს შეკითხვა, საერთაშორისო პოლიტიკაში Tesla-ს და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელის შესაძლო ჩარევაზე.

პასუხად, იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ ასე არა ილონ მასკი, არამედ ჯორჯ სოროსი იქცევა.

„მასკი არის ძალიან ცნობილი და მდიდარი ადამიანი, რომელიც გამოხატავს თავის პოზიციას, მაგრამ ის არც პირველია და არც ერთადერთი. ბევრი ცნობილი და მდიდარი ადამიანი მინახავს, რომლებიც საკუთარ შეხედულებებს გამოხატავენ. პრობლემა ის არის, რომ ბევრი მათგანი, მთელს მსოფლიოში საკუთარ რესურებს პოლიტიკური პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დაფინანსებისთვის იყენებს, რათა გავლენა ჰქონდეს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე. მასკი ამას არ აკეთებს, მე არ მსმენია, რომ ის პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს. ამას აკეთებს ჯორჯ სოროსი, ამას ჰქვია სახელმწიფოების ეროვნულ საქმეებში ჩარევა", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ, მელონი ეწვია ფლორიდას, სადაც შეხვდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.