რა უნდა გააკეთოთ ხვალ, პირველ იანვარს, რომ ბარაქიანი და იღბლიანი წელი გქონდეთ
1735666753
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ბოლო პერიოდში ქართული ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა, 2018 წელს ცნობილი მსახიობის, საშა ბარონ კოენის სატირული გადაცემის ერთ-ერთ სერიაში მოხვდა, სადაც ბაღის აღსაზრდელების შეიარაღების აუცილებლობას ეთანხმება.
საშა ბარონ კოენი კონგრესმენებთან მივიდა „ბაღის აღსაზრდელი მცველების“ შექმნის იდეით, რაც აშშ-ში სკოლებსა და უნივერსიტეტებში გახშირებულ სროლებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზად მიიჩნია და დაინტერესდა, რამდენად ემხრობოდნენ კონგრესის წარმომადგენლები მის ამ წინადადებას. როგორც აღმოჩნდა, ჯო უილსონმა, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ეს იდეა სერიოზულად მიიღო და აღნიშნა, რომ სამი წლის ბავშვი თავს ვერ დაიცავს თავდამსხმელისთვის ფანქრების ყუთის სროლით, ამიტომ დასაშვებად მიიჩნია მცირეწლოვანების შეიარაღება.
„სამი წლის ბავშვი ვერ დაიცავს თავს ცეცხლსასროლი იარაღისგან „Hello Kitty“ - ის ფანქრის ჩასადები ყუთის სროლით. ჩვენს დამფუძნებელ მამებს არ დაუწესებიათ ასაკობრივი შეზღუდვა კონსტიტუციის მეორე შესწორებაში“, - განაცხადა ჯო უილსონმა.