ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭიროს

ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭიროს.

„გულწრფელად რომ გითხრათ, გასაოცარია, აქამდე რომ მივედით. კონგრესი და კონგრესში მყოფი რესპუბლიკელები მზად არიან, რომ პუტინს უდიდესი საჩუქარი გაუკეთონ“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება მოსკოვს NATO-ს წევრებზე თავდასხმის მდგომარეობაში დატოვებს.

„თუ პუტინი უკრაინას აიღებს, ის იქ არ შეჩერდება. პუტინი თავს დაესხმება NATO-ს წევრებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან. ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ“, – აცხადებს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, რუსი სამხედროები ომის დანაშაულებს ჩადიან.

„ვინ არის მზად, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს პუტინს ამ ქმედებისთვის?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.