ჯეიმს სტავრიდისი: ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ვერ შეძლებს და ეს მკაცრი სიმართლეა

ჯეიმს სტავრიდისი

ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი Bloomberg-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ვერ შეძლებს და ეს მკაცრი სიმართლეა, რომელიც კიევმა უნდა გაითვალისწინოს.

სტავრიდისის ცნობით, რუსული აქტივების ხარჯზე უკრაინისთვის რეპარაციული კრედიტის გადაცემას ბელგია ან უნგრეთი დაბლოკავენ. მეორე მიზეზი, რომელიც უკრაინისთვის ფინანსების მიწოდებას შეაფერხებს, პოლიტიკურია. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსული აქტივების გადაცემაზე გადაწყვეტილებამ შესაძლოა ამერიკა რუსეთის მოლაპარაკების სამშვიდობო პროცესი შეაფერხოს.