წყალი 23 საათამდე შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1786013922
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან კიევში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შეხვდა.
მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯან-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.
მხარეებმა ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებზე ისაუბრეს.
„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები აკავშირებთ“, – წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი სოციალურ ქსელ იქსზე.